Accessibility links

logo-print

რიჩარდ მეიმ, მთავარმა მოსამართლემ სამხედრო


რიჩარდ მეიმ, მთავარმა მოსამართლემ სამხედრო ტრიბუნლისა, რომელიც იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის, საქმეს განიხილავს,

რიჩარდ მეიმ, მთავარმა მოსამართლემ სამხედრო ტრიბუნლისა, რომელიც იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის, საქმეს განიხილავს,
უკუაგდო ექს-პრეზიდენტის ჩივილი, რომ გაეროს ეგიდით მოქმედ ამ ტრიბუნალს არა აქვს მისი საქმის განხილვის კანონიერი უფლება. ამის შესახებ მეიმ დღეს გააკეთა განცხადება. მილოშევიჩისადმი მიმართვაში მან თქვა: [მეის ხმა] "ჩვენ მოთმინებით გისმენდით. თქვენ რამდენჯერმე მოგახსენეს, რომ ეს სხდომა ეხება საპროცედურო საკითხებს. თქვენ სრული შესაძლებლობა გექნებათ, თავი დაიცვათ პროცესის მსვლელობისას და გააკეთოთ განცხადებები. ამის დრო ჯერ არ მოსულა. ეს სხდომა გადაიდება". მილოშევიჩი 12 თებერვალს წადგება სასამართლოს წინაშე იმის ბრალდებით, რომ მის მიერ გაცემულ განკარგულებებს შედეგად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მოჰყვა კოსოვოში 1999 წელს. გარდა ამისა, მას გენოციდში ედება ბრალი ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით, რომელიც ბოსნიასა და ხორვატიაში განხორციელდა 1992 და 1995 წლებში.
XS
SM
MD
LG