Accessibility links

ევროპის კავშირმა და გაერომ მწვავედ


ევროპის კავშირმა და გაერომ მწვავედ გააკრიტიკეს ტერაქტი, რომლის შედეგადაც ისრაელის ოთხი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული და ორი დაიჭრა.

ევროპის კავშირმა და გაერომ მწვავედ გააკრიტიკეს ტერაქტი, რომლის შედეგადაც ისრაელის ოთხი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული და ორი დაიჭრა.
ისრაელის სამხედრო საგუშაგოს პალესტინელები დაესხნენ თავს ქალაქ რაფიაჰთან ღაზის სექტორის სამხრეთში. სროლაში დაიღუპა როი თავდამსხმელიც. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება ”ჰამასმა”. დღევანდელი ინციდენტი ყველაზე სერიოზულია იმ დროიდან მოკიდებული, რაც სამი კვირის წინ პალესტინის ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი გამოვიდა მოწოდებით, რომ შეწყდეს ისრაელთა წინააღმდეგ თავდასხმები. დღევანდელი ტერაქტი პალესტინელთა ხელისუფლებამაც დაგმო. დღესვე ისრაელმა მოითხოვა პალესინის ავტონომიის საფინანსო უწყების ხელმძღვანელის, ფუად შუბაქის, დაპატიმრება. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ სწორედ მან გამოყო თანხა ირანიდან სუპერთანამედროვე იარაღის შესაძენად. კონტრაბანდული იარაღი იმყოფებოდა გემზე, რომელიც გასულ კვირაში დააკავეს ისრაელის მესაზღვრეებმა წითელ ზღვაში.
XS
SM
MD
LG