Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედროებმა დაამთავრეს სპეცოპერაცია არღუნში


რუსეთის სამხედროებმა დაამთავრეს სპეცოპერაცია არღუნში - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ.

რუსეთის სამხედროებმა დაამთავრეს სპეცოპერაცია არღუნში - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ.
მანამდე ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შტაბი იტყობინებოდა, რომ არღუნში მოქმედმა ჩეჩენთა რაზმებმა მოახერხეს ქალაქის დატოვება. არღუნის სპეცოპერაცია, რომლის მსვლელობისას ორმოცამდე ადამიანი დააპატიმრეს, 2 იანვარს დაიწყო. სამშაბათიდან სამხედროებმა ბლოკირებული ქალაქიდან გასვლის უფლება მისცეს ქალებს და ბავშვებს, აგრეთვე 65 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებს. იასტრჟემბსკის სიტყვებით, 10 დეკემბრიდან მოყოლებული სპეცოპერაციის შედეგად დასახლებულ პუნქტებში - არღუნში, სტარიე ატაგიში, ცოცინ-იურტში და ნოვაია ჟიზნში - მოკლულ იქნა 92 ჩეჩენი მებრძოლი. რუსეთის სამხედროთაგან დაიღუპა 5 ადამიანი და 24 დაიჭრა. დამოუკიდებელი წყაროების მიერ ეს ინფორმაცია არ დარსტურდება.
XS
SM
MD
LG