Accessibility links

logo-print

თურქეთის იუსტიციის მინისტრი, ჰიქმეთ სამი


თურქეთის იუსტიციის მინისტრი, ჰიქმეთ სამი თურქი, გამოვიდა ციხის რეფორმის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, ერთ საკანში 9 ადამიანამდე შეიძლება იყოს მოთავსებული.

თურქეთის იუსტიციის მინისტრი, ჰიქმეთ სამი თურქი, გამოვიდა ციხის რეფორმის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, ერთ საკანში 9 ადამიანამდე შეიძლება იყოს მოთავსებული.
თურქმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი რეფორმა ეწინააღმდეგება ანტიტერორისტულ კანონმდებლობას. ადრე თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მემარცხენე რადიკალი პატიმრების უდიდესი ნაწილის გადაყვანის შესახებ უფრო პატარა საკნებში, რომლებიც ერთიდან სამამდე პატიმრისთვის არის განკუთვნილი. ასეთი ზომები, ხელისუფლების აზრით, მიმართულია ციხეში მაფიისა და ტერორისტული დაჯგუფებების თარეშის წინააღმდეგ. 2000 წლის ოქტომბრიდან მოკიდებული თურქეთში შიმშილობის შედეგად დაიღუპა 45 პატიმარი, რომლებიც პროტესტს აცხადებდნენ პატარა საკნებში გადაყვანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG