Accessibility links

საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის 62 კილომეტრიან


საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის 62 კილომეტრიან მონაკვეთზე ეუთოს დამკვირვებელთა 3 იანვარს დაწყებული მონიტორინგის პირველ კვირაში არცერთი ექსცესი არ დაფიქსირებულა.

საქართველო-რუსეთის საზღვრის ინგუშეთის 62 კილომეტრიან მონაკვეთზე ეუთოს დამკვირვებელთა 3 იანვარს დაწყებული მონიტორინგის პირველ კვირაში არცერთი ექსცესი არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ აცნობა პრაიმ-ნიუსს საქართველოში ეუთოს მისიის პრესმდივანმა ანატოლი ვანგელიმ. საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთის ეუთოს დამკვირვებელთა მონიტორინგის თაობაზე გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღეს. ვანგელის თქმით, ჯერჯერობით ინგუშეთის მონაკვეთზე მონიტორინგს 5 დამკვირვებელი ახორციელებს. ახლო მომავალში საზღვრის ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მონაკვეთებზე ეუთოს დამკვირვებელთა საერთო რაოდენობა მანდატის შესაბამისი გახდება, კერძოდ ზამთრის პერიოდში 42 წარმომადგენელი, ხოლო ზაფხულში - 54 იქნება. ამასთან, ადრე ჩეჩნეთის მონაკვეთზე მანდატი შესაბამისად 26 და 42 დამკვირვებელს ითვალისწინებდა. ეუთოს დამკვირვებელთა შემადგენლობაში შედის რუსეთის წარმომადგენელიც - იმ ქვეყნისა, რომელიც საქართველოს ჩეჩენი მებრძოლების გადაყვანისა და იარაღის ტრანზიტისთვის აკრიტიკებს.
XS
SM
MD
LG