Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აპირებს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს


ირანი აპირებს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან თანამშრომლობას დაახლოებით 2,3 მილიონი ავღანელის რეპატრიაციის საქმეში.

ირანი აპირებს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან თანამშრომლობას დაახლოებით 2,3 მილიონი ავღანელის რეპატრიაციის საქმეში.
როგორც ირანის საიმიგრაციო უწყების ხელმძღვანელმა, ჰოსეინ-ალი ებრაჰიმიმ უთხრა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”ირნას”, რეპატრიაციის პროგრამა დაგეგმილია ირანული ახალი წლისთვის, რომელიც 21 მარტს იწყება. ცნობებში აღნიშნულია ისიც, რომ მრავალ ავღანელ ლტოლვილს ურჩევნია ირანში დარჩენა, ვიდრე ავღანეთის ახალ დროებით მთავრობას არ გაუუმჯობესებია ვითარება უშიშროებისა და საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით. ამასობაში ავღანეთში კონფლიქტისა და შიმშილობის გამო ადგილნაცვალ პირთა რიცხვი მატულობს. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს სააგენტოს მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სახლ-კარი მიატოვა დაახლოებით 4000 ავღანელმა. მათ მიაშურეს პაკისტანის საზღვარს, რომელიც ჯერ კიდევ გადაკეტილია ავღანელი ლტოლვილებისათვის. ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებით, ისინი ვერ ახერხებენ საზღვართან განთავსებულ ბანაკებში ლტოლვილების დახმარებას უშიშროების მხრივ რთული ვითარების გამო.
XS
SM
MD
LG