Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს საკრებულოს სხდომაზე ეთნიკურ ალბანელთა


კოსოვოს საკრებულოს სხდომაზე ეთნიკურ ალბანელთა ლიდერმა, იბრაჰიმ რუგოვამ ვერ მოიპოვა კოსოვოს პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი მხარდაჭერა.

კოსოვოს საკრებულოს სხდომაზე ეთნიკურ ალბანელთა ლიდერმა, იბრაჰიმ რუგოვამ ვერ მოიპოვა კოსოვოს პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი მხარდაჭერა.
რუგოვას მხოლოდ 50 ხმა ერგო, მაშინ როცა სულ 120-ადგილიან საკრებულოში ხმების ორი მესამედი ესაჭიროებოდა. რუგოვა, რომლის პარტიამ, კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მას ასევე ხელი მოეცარა კენჭისყრის პირველ ტურში, გასულ თვეში, როცა ეთნიკურ ალბანელთა სხვა პარტიების წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოაცხადეს ძალაუფლების განაწილებაზე შეუთანხმებლობის გამო. ახლა საქმე კენჭისყრის მესამე რაუნდზე მიდგა: რუგოვას გასამარჯვებლად უბრალო უმრავლესობაც ეყოფა.
XS
SM
MD
LG