Accessibility links

logo-print

ბაქოს ერთ-ერთმა სასამართლომ 11 წლით


ბაქოს ერთ-ერთმა სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა აზერბაიჯანის მოქალაქეს, ტელმან იზმაილოვს, რომელიც დამნაშავედ სცნო ირანისთვის სამხედრო საიდუმლოთა გამჟღავნებაში.

ბაქოს ერთ-ერთმა სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა აზერბაიჯანის მოქალაქეს, ტელმან იზმაილოვს, რომელიც დამნაშავედ სცნო ირანისთვის სამხედრო საიდუმლოთა გამჟღავნებაში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პრესმდივნის დღევანდელი განცხადებით, სასამართლომ იზმაილოვი სამშაბათს სცნო ჯაშუშობაში დამნაშავედ. იზმაილოვი ივლისში დააკავეს აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთების შესახებ ინფორმაციის ირანის უშიშროების სამსახურებისათვის გადაცემის ბრალდებით. ბაქოში ირანის საელჩოს პრესმდივანმა უარყო ბრალდებები და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ინციდენტი წინ უსწრებს ირანში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ვიზიტს.
XS
SM
MD
LG