Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის ქართველ კოლეგას, ედუარდ შევარდნაძეს ოფიციალურად აცნობა შარშან ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების გამომძიებელ ერთობლივ კომისიაში თავის წარმომადგენელთა დანიშვნის თაობაზე.

პრაიმ-ნიუსის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა აგრეთვე, რომ კომისიაში რუსულ მხარეს სამხედრო საჰაერო ძალების შტაბის მაღალი რანგის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. ხოლო კომისიის ქართველი წევრები, მინისტრის თქმით, დიდი ხანია შერჩეული არიან.
XS
SM
MD
LG