Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს "ალ ყაიდისა" და თალიბანის


დღეს "ალ ყაიდისა" და თალიბანის დატყვევებული წევრების პირველი ჯგუფი გაამგზავრეს ავღანეთის ქალაქ ყანდაარიდან ტყვეთა ბანაკში, რომელიც კუბაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მდებარეობს.

დღეს "ალ ყაიდისა" და თალიბანის დატყვევებული წევრების პირველი ჯგუფი გაამგზავრეს ავღანეთის ქალაქ ყანდაარიდან ტყვეთა ბანაკში, რომელიც კუბაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მდებარეობს.
20 პატიმარი, რომლებიც ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებს ჰყავდათ დაკავებული, შეერთებული შტატების სამხედრო ავიამზიდში ჩასვეს. პატიმრებს წვერი გაპარსული ჰქონდათ და სტანდარტული ნარინჯისფერი ფორმა ეცვათ. ცნობების თანახმად ისინი არაერთხელ გაჩხრიკეს. თვითმფრინავის აფრენიდან სულ ცოტა ხანში, სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლითვე უპასუხეს. ცნობებში არაფერია ნათქვამი დაშავებულთა შესახებ და ჯერჯერობით უცნობია მოიერიშეთა ვინაობა. მოსალოდნელია, რომ სატვირთო თვითმფრინავების თითოეული რეისით 20-30 ტყვეს წაიყვანენ. წინასწარი გეგმა ითვალისწინებს მათ ჩაყვანას ჯერ ევროპაში, ხოლო იქიდან კუბაში. ყანდაარში ამერიკული ჯარის პრესმდივნის, ლეიტენანტ ჯეიმს ჯარვისის განცხადებით, ყანდაარის აეროპორტთან მდებარე ტყვეთა ბანაკში ამჟამად იმყოფება ”ალ ყაიდის” წევრი 351 ტერორისტი.
XS
SM
MD
LG