Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კოლინ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის განცხადებით, ქვეყნის მთავრობას ხელთა აქვს სამხილები, რომლებიც ადასტურებს გასულ კვირაში ისრაელის მიერ შეჩერებული, იარაღით დატვირთული გემის კავშირს პალესტინელთა ხელმძღვანელობასთან.

პაუელმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტში უთხრა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უაღრესად შეშფოთებულია რეგიონში იარაღის შეტანის მცდელობით. პაუელის სიტყვებით, მან არაფატს უთხრა, რომ პალესტინელთა ხელმძღვანელობამ უნდა მიაკვლიოს ტვირთზე პასუხისმგებელ პირებს. უფრო ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ შესაბამის მომენტში ახლო აღმოსავლეთში დააბრუნებს საგანგებო სამშვიდობო წარგზავნილს, ანტონი ზინის. დღესვე გავრცელებული ცნობით, გასამხედროებულმა მოძრაობა ”ისლამურმა ჯიჰადმა” უკან წაიღო თავისი დაპირება ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ, რაც ისრაელის ბულდოზერებმა ღაზის სექტორში სახლები დაანგრიეს.
XS
SM
MD
LG