Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყო თანამდებობის პირთა მიერ უკანონოდ შეძენილი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ კანონპროექტის განხილვა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილმა დამსწრეთ შეახსენა, რომ განხილვა კანონპროექტისა, რომლის ავტორია მიხეილ სააკაშვილი, შარშან მთავრობამ აღკვეთა. მაგრამ სააკაშვილმა გამოიყენა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და პარლამენტს პროექტი თვითონ წარუდგინა. მერაბიშვილის აზრით, დოკუმენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში კორუფციის კატასტროფული მასშტაბების გამო. ის გამოვიდა წინადადებით, რომ დეპუტატებმა კანონპროექტი საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე განიხილონ. სხდომაზე დამსწრე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქონების კონფისკაციის გზით კორუფციასთან ბრძოლის იდეას და იქვე დოკუმენტის შემდგომი დახვეწის აუცილებლობაზე მიუთითა.
XS
SM
MD
LG