Accessibility links

logo-print

საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის


საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განსახილველად დახურულ კარს მიღმა გაიმართა მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელთა შეხვედრა.

საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განსახილველად დახურულ კარს მიღმა გაიმართა მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელთა შეხვედრა.
საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესის" ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქციების წარმომადგენლები. აქამედ სახელმწიფო მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე ფრაქციებთან ცალ-ცალკე შეხვედრებს მართავდა. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფრაქციები სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ: "მრეწველები" მოითხოვენ პროექტში 50 მილიონი ლარის ჩადებას განვითარების ფონდისთვის, ფრაქცია "21-ე საუკუნე" პრიორიტეტად თავდაცვის სფეროს მიიჩნევს, "მოქალაქეები" საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ემხრობა, ხოლო "ახალი მემარჯვენეები" ბიუჯეტის პროექტს არაპროფესიონალურად შედგენილს უწოდებს.
XS
SM
MD
LG