Accessibility links

logo-print

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, გენერალმა დინ მოჰამადმა, დღეს ქაბულში განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ალიანსის ათასობით მებრძოლმა დატოვა ავღანეთის დედაქალაქი.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, გენერალმა დინ მოჰამადმა, დღეს ქაბულში განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ალიანსის ათასობით მებრძოლმა დატოვა ავღანეთის დედაქალაქი.
მოჰამადის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი მებრძოლი დაუბრუნდება თავის ყაზარმებს. 5-6 ათასი დარჩენილი ადამიანი პოლიციასა და არმიას შორის განაწილდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა იუნის ყანუნიმ ოთხშაბათს განკარგულება გასცა სამხედრო შენაერთებს, რომ სამი დღის განმავლობაში დატოვონ დედაქალაქი. შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი ანტიტერორისტული კოალიციის წარმომადგენელმა, კენტონ კითმა, თქვა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ოსამა ბინ ლადენის ”ალ ყაიდის” შეიარაღებული წევრები. მისი სიტყვებით, კოალიციას კიდევ ”გრძელი გზა აქვს გასავლელი”. ამასოაში შეერთებულმა შტატებმა დაიწყო გამოძიება წუხელ ყანდაარის აეროპორტში მომხდარი სროლის გამო.
XS
SM
MD
LG