Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ გაკიცხა


საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ გაკიცხა ისრაელი ღაზის სექტორის ქალაქ რაფახში პალესტინელთა სახლების დანგრევისთვის.

საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ გაკიცხა ისრაელი ღაზის სექტორის ქალაქ რაფახში პალესტინელთა სახლების დანგრევისთვის.
წითელი ჯვრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით ასეთი ზომები ნებადართულია მხოლოდ უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში. მისი სიტყვებით, 600 პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა. ისრაელმა სახლები დაანგრია პალესტინელების მიერ ამას წინათ ისრაელის სამხედრო საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელები რაფახში ცხოვრობდნენ. დღეს ისრაელის ტანკებმა და ბულდოზერებმა ღაზის სექტორში დაანგრიეს აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. დაპატიმრებულია სულ ცოტა 8 პალესტინელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა წყვეტს კავშირს პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობასთან მანამდე, სანამ არ დააპატიმრებენ იარაღის კონტრაბანდაში მონაწილე პირებს. გასულ კვირაში ისრაელმა დააკავა გემი, რომელზეც იმყოფებოდა პალესტინელეთათვის განკუთვნილი ირანული წარმოების იარაღი.
XS
SM
MD
LG