Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროსთან ერთობლივად მუშაობისათვის პანკისის ხეობაში განსახლებული ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დასაბრუნებლად.

პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე “მაქსიმალურად უნდა შეეცადოს” თავის იმ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებიც საქართველოდან ჩეჩნეთში დაბრუნებას გადაწყვეტენ. იგი თვლის, რომ ასეთი გარანტიების გაცემის შემდეგ დაბრუნების პროცესის რეალიზაციაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ამასთან, ფირცხალავას თქმით, საქართველო არც ერთ ლტოლვილს ძალით ჩეჩნეთში გამგზავრებას არ აიძულებს. მისი მონაცემებით, ამჟამად პანკისის ხეობაში იმყოფება 7 ათასამდე ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, ხოლო 1999 წლის შემოდგომიდან რეგისტრაცია გაიარა 10 ათასზე მეტმა ჩეჩენმა.
XS
SM
MD
LG