Accessibility links

logo-print

თბილისში, ამიერკავკასიის რუსეთის საჯარისო შტაბის


თბილისში, ამიერკავკასიის რუსეთის საჯარისო შტაბის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებასა და ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ მიუღიათ.

თბილისში, ამიერკავკასიის რუსეთის საჯარისო შტაბის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებასა და ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ მიუღიათ.
როგორც პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან იტყობინება, ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვითი უწყების მაღალჩინოსანმა უახლოესი 6 თვის განმავლობაში აღნიშნული შტაბის დახურვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ,,საბოლოო ჯამში, შტაბში მიმდინარე წელს გარკვეული რეფორმების გატარება იგეგმება”. მისი თქმით, ეს ღონისძიება, ასევე, ამიერკავკასიაში დისლოცირებულ რუსეთის ჯარების მმართველობით ორგანოებსაც შეეხება. ,,ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ მაშინ როდესაც საქართველოში - ახალქალაქსა და ბათუმში რუსეთის ორი, ხოლო სომხეთში ერთი სამხედრო ბაზა რჩება, მიზანშეუწონელია თბილისში ისეთი ორგანოს შენარჩუნება როგორიც ეს შტაბია”, - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. ამასთან, რუსეთის გენშტაბში ამ სტრუქტურის დახურვის თაობაზე დოკუმენტთა პროექტი არ შეუმუშავებიათ, - თქვა მან.
XS
SM
MD
LG