Accessibility links

logo-print

ინდოეთი პაკისტანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით


ინდოეთი პაკისტანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ ისწრაფვის, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა.

ინდოეთი პაკისტანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ ისწრაფვის, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთი თავის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ პასუხად პაკისტანის მხრიდან თავდასხმაზე. ინდოეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა სანდერაჯან პადმანაბანმა, დღეს მსგავსი განცხადება გააკეთა. ამასთან გენერალმა თქვა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბირთვული ომი დამღუპველი იქნება მთელი რეგიონისთვის. ქაშმირის საზღვარზე, სადაც ორივე ქვეყნის მსხვილი საჯარისო შენაერთებია გადასროლილი, ყოველდღე ხდება შეტაკებები. ინდოეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დღევანდელ შეტაკებაში 10 პალესტინელი ჯარისკაცი დაიღუპა. პაკისტანის ხელმძღვანელობა უარყოფს ამ ცნობას.
XS
SM
MD
LG