Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კავკასიაში განთავსებული ფედერალური ჯარების


ჩრდილოეთ კავკასიაში განთავსებული ფედერალური ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალმა ვლადიმირ მოლტენსკოიმ უარყო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციათა მოთხოვნა,

ჩრდილოეთ კავკასიაში განთავსებული ფედერალური ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალმა ვლადიმირ მოლტენსკოიმ უარყო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციათა მოთხოვნა,
რომ შეწყდეს ჩეჩნეთში სპეცოპერაციები და დასახლებული პუნქტების
დარბევა, აგრეთვე გაუქმდეს კომენდანტის საათი. შაბათს, ჩეჩნეთის სოფელ ზნამენსკაიაში სამხედროებისა და ჩეჩნეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა გაიმართა სრულიად რუსეთის საზოგადოება ”მემორიალისა” და
”ჩეჩნეთის ეროვნული ხსნის ეროვნული კომიტეტის” ლიდერებთან, რომლებიც ლტოლვილთა ინტერესებს იცავენ. ადამიანის უფლებათა დამცველებმა განაცხადეს, რომ ცოცინ-იურტსა და არღუნში ამასწინანდელი სპეცოპერაციების მსვლელობისას სამხედროები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდნენ.
XS
SM
MD
LG