Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაცია თანახმაა საერთაშორისო


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაცია თანახმაა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ბამიანის პროვინციაში თალიბების ბრძანებით დანგრეული ბუდას უძველესი გიგანტური ქანდაკებები აღადგინოს.

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაცია თანახმაა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ბამიანის პროვინციაში თალიბების ბრძანებით დანგრეული ბუდას უძველესი გიგანტური ქანდაკებები აღადგინოს.
ამის შესახებ ავღანეთიდან პარიზში დაბრუნებულმა ”იუნესკოს” გენერალურმა დირექტორმა კოიჰირო მაცურამ განაცხადა. ავღანეთის კულტურის ახალმა მინისტრმა რაჰიდ მაჰდუმმა წამოაყენა წინადადება, რომ ქანდაკებები დადგან მეზობელ გორაკზე, და არა იქ, სადაც ისინი თალიბების ბრძანებით ააფეთქეს. უძველესი ქანდაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ ააფეთქეს, ვინაიდან ამგვარი ნაგებობა ავღანეთის მიწაზე, თალიბების ლიდერთა თვალთახედვით, ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG