Accessibility links

logo-print

ინდოეთის თქმით, იგი მზად არის


ინდოეთის თქმით, იგი მზად არის, თავადაც უპასუხოს პაკისტანის მიერ დაძაბულობის შესუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს,

ინდოეთის თქმით, იგი მზად არის, თავადაც უპასუხოს პაკისტანის მიერ დაძაბულობის შესუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს,
თუკი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის მიერ გაკეთებულ განცხადებას კონკრეტული ქმედება მოჰყვება. მუშარაფის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯასვანთ სიგჰმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება პაკისტანის პირობას, რომ არ მისცემს ტერორისტებს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლებას. ამავე დროს მან გამორიცხა მესამე მხარის ჩარევა ქაშმირის სტატუსის გარკვევაში, რასაც მუშარაფი მოითხოვს. [სიგჰის ხმა] ”თუკი პაკისტანის მთავრობა საქმედ აქცევს თავის გადაწყვეტილებას და გადადგამს ნაბიჯებს ტერორიზმის წინააღმდეგ, ინდოეთის მთავრობა სრულად უპასუხებს ამ ნაბიჯებს და მზად იქნება დიალოგის პროცესის განახლებისთვის. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ყველა პრობლემა ორმხრივი წესით შეიძლება გადაიჭრას”, განცხადა სიგჰმა.
XS
SM
MD
LG