Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის თავდაცვის მინისტრი, ადმირადი ალი


ირანის თავდაცვის მინისტრი, ადმირადი ალი შამხანი, კატეგორიულად უარყოფს მისი ქვეყნის რაიმე კავშირს პალესტინის ავტონომიისთვის იარაღის არალეგალურად მიწოდებასთან.

ირანის თავდაცვის მინისტრი, ადმირადი ალი შამხანი, კატეგორიულად უარყოფს მისი ქვეყნის რაიმე კავშირს პალესტინის ავტონომიისთვის იარაღის არალეგალურად მიწოდებასთან.
იანვრის დამდეგს წითელ ზღვაში ისრაელის მესაზღვრეებმა დააკავეს გემი, რომელზეც პალესტინელთათვის განკუთვნილი იარაღი იმყოფებოდა. ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იარაღის მიმწოდებელი ირანია. ირანის მთავარი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, ინციდენტი ”გათამაშდა ისრაელის სცენარით” და იგი გამიზნულია მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ირანის დისკრედიტაციისთვის. პალესტინის ხელისუფალთ პირობა დადეს, რომ გამოძიებას ჩაატარებენ და დასჯიან იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ ყველა პირს.
XS
SM
MD
LG