Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ერაყს

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ერაყს მოუწდა, მკაცრად დაიცვას გაეროს რეზოლუციების დებულებები, რომლებიც ერაყის სამხედრო პროგრამას ეხება, რათა თავიდან აიცილოს შეერთებულ შტატებთან სამხედრო დაპირისპირება.

ეგვიპტის პრესის ცნობით, მუბარაქი გამოვიდა ქვეყნის არმიის უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის თათბირზე. ეგვიპტის პრეზიდენტის აზრით, რომელიმე არაბული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას შორს მიმავალი უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, უილიამ ბერნსმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ერაყის საწინააღმდეგოდ შექმნილი 1991 წლის კოალიციის წევრი არაბული ქვეყნების ხელმძღვანელობებთან აპირებს დაწვრილებით მოითათბიროს ერაყისთვის დარტყმის მიყენების შესაძლებლობის შესახებ. ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა დღეს არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ”გარეშე საფრთხისგან” თავის დასაცავად.
XS
SM
MD
LG