Accessibility links

logo-print

გროზნოს ერთ-ერთ ბაზარში ადგილობრივი მაცხოვრებელი


გროზნოს ერთ-ერთ ბაზარში ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა მოკლული.

გროზნოს ერთ-ერთ ბაზარში ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა მოკლული.
ქალაქის კომენდატურის ცნობით, უცხო პირებმა ავტომატებით დაუშინეს ცეცხლი მანქანას. მანქანაში მყოფი ძმები დაშაევებიდან ერთ-ერთი დაიღუპა. ბოროტმოქმედებმა მოახერხეს მიმალვა. გარდა ამისა, ახლახანს მიღებული ცნობებით, შატოის რაიონში ნაპოვნია დამწვარი მანქანა, რომელშიც 5 ადგილობრივი პირის გვამები აღმოჩნდა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შენაერთები ჩეჩნეთში ხუთჯერ მოჰყვნენ ცეცხლში. ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა. შაბათს რესპუბლიკის ერთ-ერთ რაიონში ფსბ-ს ოპერაციის შედეგად ტყვეობიდან იქნა განთავისუფლებული რუსეთის ორი სამხედრო მოსამსახურე. იმავე დღეს სტანიცა ზნამენსკაიაში, ადამიანის უფლებების დამცველებთან გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა ვლადიმირ მოლტენსკოიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია სპეცოპერაციებისა და ჩეჩნეთის დასახლებული პუნქტების ბლოკირების შეწყვეტა.
XS
SM
MD
LG