Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეისათვის ნატოს წევრმა და ჩრდილოატლანტიკური


დღეისათვის ნატოს წევრმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორმა 16-მა ქვეყანამ გააკეთა განაცხადი ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში სამშვიდობო სწავლებებში მონაწილეობაზე,

დღეისათვის ნატოს წევრმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორმა 16-მა ქვეყანამ გააკეთა განაცხადი ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში სამშვიდობო სწავლებებში მონაწილეობაზე,
რომლის ჩატარებაც ვაზიანში, რუსეთის ყოფილ სამხედრო ბაზაზე იგეგმება ივნისისთვის. როგორც პრაიმ-ნიუსს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა მირიან კიკნაძემ უთხრა, რუსეთს ჯერჯერობით არ გამოუთქვამს თანხმობა სწავლებებში მონაწილეობის თაობაზე.მისი თქმით, თბილისში შაბათს დაწყებულ სწავლებების დაგეგმვით კონფერენციაზე, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყანა მონაწილეობს და რომელიც 15 იანვარს დასრულდება, მუშავდება ამ სწავლებების კონკრეტული დეტალები, მათ შორის, ჯარების სახეობებთან, რაოდენობასთან და სამხედრო ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხები. მორიგი დაგეგმვითი კონფერენცია სომხეთში გაიმართება, სულ კი, სამი ასეთი შეხვედრა შედგება, - აღნიშნა მან. თბილისის კონფერენციაში მონაწილე 14 ქვეყანას შორის არიან, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საბერძნეთის, იტალიისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG