Accessibility links

logo-print

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის


კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, პანკისის ხეობაში ვაჰაბიტური იდეოლოგია ბატონობს.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, პანკისის ხეობაში ვაჰაბიტური იდეოლოგია ბატონობს.
როგორც პრაიმ-ნიუსს უთხრა მამუკა არეშიძემ, პანკისში მცხოვრებთა დიდი ნაწილი თავს ვაჰაბიტიდ მიიჩნევს, თუმცა მუსულმანური რელიგიის ამ მიმდინარეობას ხეობაში სერიოზული ხასიათი არ მიუღია. - ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის ვაჰაბიზმის არსი და მოდას არის აყოლილი, თქვა არეშიძემ. ხეობაში ძირითადად პატარა მუსულმანური სამლოცველოები და ერთი მეჩეთია, რომლის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა სოფელ დუისში. არეშიძე მიიჩნევს, რომ ეს რელიგიური მიმდინარეობა სახელმწიფოსათვის საფრთხეს არ წარმოადგენს მანამდე, ვიდრე იგი ლოკალურად არის მოქცეული ერთი ხეობის ფარგლებში. - მთავარია, ამ რელიგიამ ქვემო ქართლის მუსულმანურ სოფლებში არ გადაინაცვლოს, აცხადებს არეშიძე.
XS
SM
MD
LG