Accessibility links

logo-print

პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით


პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასული კვირის მიწურულს ხელისუფლებამ დააკავა 1400-ზე მეტი ექსტრემისტი და დახურა აკრძალული ექსტრემისტული დაჯგუფებების 470-მდე ოფისი.

პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასული კვირის მიწურულს ხელისუფლებამ დააკავა 1400-ზე მეტი ექსტრემისტი და დახურა აკრძალული ექსტრემისტული დაჯგუფებების 470-მდე ოფისი.
პაკისტანის პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა, შაბათს გამოაცხადა, რომ ისლამისტი მეომრების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას იწყებს. პრეზიდენტმა აკრძალა ხუთი ექსტრემისტული ისლამისტური ორგანიზაცია, მათ შორის “ლაშქარ-ე-თაიბა” და “ჯაიშ-ე-მოჰამადი”, რომლებსაც ბრალად ედებათ ტერორისტული საქმიანობა ქაშმირის პროვინციის ინდოეთის კუთვნილ ტერიტორიაზე. ამასთანავე, პაკისტანი მოითხოვს, რომ ინდოეთმა საწყის პოზიციებზე დააბრუნოს თავისი ჯარი, რომელიც დელიმ ქაშმირში, ინდოეთ-პაკისტანის საზღვრისკენ გადაისროლა. პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლის, გენერალ რაშიდ ყურეშის თქმით, ქაშმირში ინდოეთის ჯარების კონცენტრაცია ისლამაბადს იძულებულს ხდის, ამ რაიონში თვითონაც გაზარდოს თავისი ძალების რიცხობრივი შემადგენლობა. დღესვე, ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯორჯ ფერნანდესმა განაცხადა, რომ დელის სურვილია, ისლამაბადთან კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, მაგრამ საამისოდ პაკისტანმა წერტილი უნდა დაუსვას ტერორისტების თარეშს.
XS
SM
MD
LG