Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ცნობით


შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ქვეყნის სამხედრო ავიაციამ, ფაქტობრივად, დაასრულა იერიშები ტერორისტთა პოზიციებზე აღმოსავლეთი ავღანეთის ზავარ კილის რაიონში.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ქვეყნის სამხედრო ავიაციამ, ფაქტობრივად, დაასრულა იერიშები ტერორისტთა პოზიციებზე აღმოსავლეთი ავღანეთის ზავარ კილის რაიონში.
პენტაგონის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად 60-მდე შენობა დაინგრა და 50-მდე გამოქვაბული ჩაიკეტა. მისივე თქმით, ალყაიდელებისა და მათი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ძებნა ახლა სხვაგან უნდა გაგრძელდეს. დღესვე, ავღანეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილის მოადგილემ, ფრანსესკ ვენდრელის განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში ავღანეთის მოსახლეობის განიარაღება მოხერხდეს. ვენდრელმა დასძინა, რომ “ჩრდილოეთის ალიანსის” მებრძოლთა დიდმა ნაწილმა, მართალია, დატოვა ქაბული, მაგრამ დედაქალაქში საგრძნობლად გაიზარდა იმ პოლიციელთა რიცხვი, რომლებიც უწინ “ჩრდილოეთის ალიანსში” იბრძოდნენ. პარალელურად, იზრდება უშიშროების მხარდამჭერი საერთაშორისო სამხედრო ძალების რიცხობრივი შემადგენლობაც. დღეს, ავღანელ პოლიციელებთან ერთად, ქაბულის ქუჩებში პირველად გავიდა გერმანელ სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი.
XS
SM
MD
LG