Accessibility links

logo-print

დღეს, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის

დღეს, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის დაბა ტულკარმთან, შეიარაღებულ პალესტინელთა ჯგუფი თავს დაესხა ისრაელ სამხედრო მოსამსახურეებს, რის შედეგადაც ერთი ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი – დაიჭრა.

ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა პალესტინელთა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით “ალ აყსას წამებულთა ბრიგადები”. ამ ორგანიზაციამ დღეს გამოაცხადა, რომ პალესტინელი აქტივისტის, რაეფ ალ კარმის მკვლელობის შემდეგ წყვეტს ზავს ისრაელის ხელისუფლებასთან. მანქანა, რომლითაც ალ კარმი მგზავრობდა, იმავე დაბა ტულკარმთან, ნაღმზე აფეთქდა. პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლება მკვლელობაში ისრაელის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. დღესვე, ისრაელმა გამოაცხადა, რომ წყვეტს პალესტინელთა ტერიტორიებზე საცხოვრებელი შენობების ნგრევას. შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ამასწინანდელი ქმედება მკაცრად დაგმეს ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა. შენობების დანგრევის შემდეგ ასობით პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა.
XS
SM
MD
LG