Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოსა და რუსეთის სახელმწიფო


ევროპის საბჭოსა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციებმა დღეს ერთად მოინახულეს ჩეჩნეთში მდებარე ერთ-ერთი ლტოლვილთა ბანაკი.

ევროპის საბჭოსა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციებმა დღეს ერთად მოინახულეს ჩეჩნეთში მდებარე ერთ-ერთი ლტოლვილთა ბანაკი.
ევროსაბჭოს დელეგაციას სათავეში უდგას ამავე საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციისა და ლტოლვილთა კომისიის თავმჯდომარე, ტადეუშ ივინსკი, ხოლო რუს პარლემენტართა დელეგაციას სათათბიროს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი როგოზინი ხელმძღვანელობს. დაგეგმილია ივინსკისა და როგოზინის შეხვედრა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან აჰმად კადიროვთან. ამასობაში, ჩეჩნეთში არ წყდება შეტაკებები რუს ჯარისკაცებსა და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის. მიღებული ცნობების თანახმად, ბოლო დღე-ღამის მანძილზე დაიღუპა, სულ ცოტა, ექვსი რუსი სამხედრო მოსამსახურე. დღესვე, აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ ზაკან-იურტში, მოკლეს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, საიხან ფარშოევი.
XS
SM
MD
LG