Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა თქვა


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც დაუჭერს მხარს ქაშმირის ოლქის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც დაუჭერს მხარს ქაშმირის ოლქის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
ამასთან ერთად, იმედი გამოთქვა, რომ ინდოეთი თავის ჯარს გაიყვანს ქაშმირის საზღვრის არეალიდან და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოლაპარაკებას განაახლებს. ინდოეთმა გამორიცხა ჯარის გაყვანა საზღვრისპირა რეგიონიდან მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანმა შეასრულა მისი მოთხოვნა უკანონოდ გამოეცხადებინა ისლამისტი ექსტრემიტების ხუთი ჯგუფი. ამასთან, პაკისტანში ორი ათასამდე კაცი დააპატიმრეს სროლა.ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე არ წყდება. ამერიკელი სენატორი ტომ დეშლი უზბეკეთიდან სასწრაფოდ გაეშურა პაკისტანში, საიდანაც ინდოეთში აპირებს ჩასვლას ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
XS
SM
MD
LG