Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდა


ევროპის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდა ირლანდიელი პეტ კოკსი, ლიბერალ-დემოკრატების ჯგუფის ლიდერი.

ევროპის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდა ირლანდიელი პეტ კოკსი, ლიბერალ-დემოკრატების ჯგუფის ლიდერი.
კოკსმა მოაგროვა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა და კენჭისყრის მესამე ტური მოიგო. მან მადლობა უთხრა პარლამენტს ნდობისათვის და აღნიშნა, რომ მისი სახით ევროპის კავშირის გაფართოებას აქტიური მომხრე ეყოლება. [კოქსის ხმა]: “ეს არის ჩვენი თაობის ევროპელების ისტორიული გამოცდა და ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი, არა მხოლოდ აქტიური მონაწილე იქნება, არამედ ჩქარი და მასშტაბური გაფართოების აქტიური დამცველიც”. ევროპარლამენტს სამი წელი ფრანგი კონსერვატორი პოლიტიკოსი ქალი ნიკოლ ფონტენი თავმჯდომარეობდა.
XS
SM
MD
LG