Accessibility links

logo-print

პალესტინელების ორი ექსტრემისტული გაერთიანების, “ჰამასის”


პალესტინელების ორი ექსტრემისტული გაერთიანების, “ჰამასის” და “ფატხის” წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ დაიცვან ზავი ისრაელთან,

პალესტინელების ორი ექსტრემისტული გაერთიანების, “ჰამასის” და “ფატხის” წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ დაიცვან ზავი ისრაელთან,
მიუხედავად პალესტინელი აქტივისტის რაელ ალ-კარმის დაღუპვისა. ჰამასის გასამხედროებული ფრთა ემუქრება ისრაელს, რომ განაგრძობს ისრაელებზე თავდასხმას, თუკი ისრაელი არ მოუხსნის ბლოკადას პალესტინელთა ტერიტორიებს. მსგავსი მუქარა გამოთქვა “ალ-აკსის წამებულთა ბრიგადამ”, რომელიც დაკავშირებულია “ფატხისთან”. ამ გაერთიანებას იასირ არაფათი მეთაურობს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა დღეს უარყო ბრალდება, რომ ალ-კარმი ისრაელის საიდუმო სამსახურმა მოსპო. დღესვე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა განაცხადა, რომ ისრაელი არ არის რეგიონში ძალადობის გაზრდის მომხრე.
XS
SM
MD
LG