Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომელიც აპირებს მომავალ კვირაში ისლამაბადსა და დელიში გაფრენას, განაცხადა, რომ მზად არის ყველაფერი გააკეთოს,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომელიც აპირებს მომავალ კვირაში ისლამაბადსა და დელიში გაფრენას, განაცხადა, რომ მზად არის ყველაფერი გააკეთოს,
რათა არ მოხდეს საომარი დაპირისპირება ორ ბირთვულ სახელმწიფოს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის. პაუელმა მაღალი შეფასება მისცა პაკისტანის ნაბიჯს, რომელიც ისლამიტური ესქტრემიზმის წინააღმდეგ გადაიდგა. პაკისტანმა, როგორც იცით, ხუთი ისლამური დაჯგუფება გამოაცხადა უკანონოდ, დააპატიმრეს ორი ათას კაცამდე. მიუხედავად ამისა, ინდოეთი არ აპირებს თავისი ჯარი გაიყვანოს ქაშმირის სასაზღვრო რეგიონიდან. ინდოეთი პაკისტანს ტერორიზმში ოცი ეჭვმიტანილის გადაცემას სთხოვს. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც დაუჭერს მხარს ქაშმირის ოლქის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ამ ქვეყანამ დღეს დახურა კიდევ ერთი გასამხედროებული ჯგუფის, “მარქათ-ულ-მუჯაჰედინის” რამდენიმე ბიურო. ინდოეთში დაიჭირეს პაკისტანში მოქმედი “ლაშქარ-ე-ტაბიას”, ასევე ამ დღეებში აკრძალული დაჯგუფების, ტერორიზმში ეცჭვმიტანილი ოთხი წევრი.
XS
SM
MD
LG