Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება ისლამაბადში, განაცხადა, რომ ამერიკას შეუძლია შუამავლის როლი ითამაშოს ორ ქვეყანას შორის, თუკი მას შესაბამისი თხოვნით მიმართავენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება ისლამაბადში, განაცხადა, რომ ამერიკას შეუძლია შუამავლის როლი ითამაშოს ორ ქვეყანას შორის, თუკი მას შესაბამისი თხოვნით მიმართავენ.
ამასთან, მან დასძინა, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების სტაბილიზაცია ამ მომენტისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქაშმირში საზღვრის დემილიტარიზაცია. სახელმწიფო მდივანმა ისლამაბადში გამართა მოლაპარაკებები პაკისტანის პრეზიდენტთან, ფერვეზ მუშარაფთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულ სატართან. მოლაპარაკებები პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის განელებისკენ იყო მიმართული. უკანასკნელ დღეებში პაკისტანში ორი ათასზე მეტი ისლამისტი რადიკალი დააპატიმრეს. პაკისტანის ხელისუფლების მონაცემებით, მათი უმრავლესობა ექსტრემისტული ორგანიზაცია ”სიპაჰ-ე-საჰაბის” წევრია. დელი ისლამაბადისგან მოითხოვს ქაშმირში სეპარატისტების ტერორისტული საქმიანობის სრულ აღკვეთას და 13 დეკემბერს ინდოეთის პარლამენტის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი 20 პირის გაცემას. პაუელი პაკისტანის გარდა მოინახულებს ავღანეთს, ინდოეთს, ნეპალსა და იაპონიას.
XS
SM
MD
LG