Accessibility links

logo-print

ქართველი დიპლომატი გიგა მახარაძე, რომელიც

ქართველი დიპლომატი გიგა მახარაძე, რომელიც აშშ-ში მომხდარი ავტოავარიის გამო გაასამართლეს, ვადამდე გათავისუფლების, ასევე შეწყალების კატეგორიული წინააღმდეგია და სავარაუდოდ 7-წლიან სასჯელს სრულად მოიხდის.

ამის შესახებ პრაიმ-ნიუსს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კახა კობერიძემ განუცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, განსასჯელის ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სასამართლოში სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტმა შეიტანა, არ განიხილება. გიგა მახარაძე აშშ-ში 1996 წელს მომხდარი ავტოავარიის ბრალდებით გაასამართლეს. ავარიას 16 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა. დიპლომატს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორი წლის წინ, სამშობლოში გადმოყვანის შემდეგ, სასამართლომ 20-წლიანი სასჯელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 7 წლით შეუცვალა.
XS
SM
MD
LG