Accessibility links

logo-print

სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ

სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ მიქანბა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ოთხი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა - აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი და სამხრეთ ოსეთი სამხედრო ალიანსს შექმნიან.

პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში მან თქვა, რომ თანამშრომლობის საფუძვლად, მათ შორის სამხედრო სფეროში, ამ რესპუბლიკების საერთო პოლიტიკური პოზიცია შეიძლება გახდეს. ,,დნესტრისპირეთი არ იზიარებს კიშინიოვის პირობებს, ამასთან, ყარაბაღის არც ერთი სომეხი არ დათანხმდება აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებობას, რაც შეეხება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, მათ თავიანთი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და თბილისს გაემიჯნენ”, - თქვა მან. მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსის ფორმირების პირობებში, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს ურთიერთდახმარების შესაძლებლობა ექნებათ მათი ინტერესებისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG