Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა დღეს ქაბულში, ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ჰამიდ კარზაისთან, შეხვედრაზე, ამერიკის ჯარები ავღანეთში გააგრძელებენ თალიბებისა და ”ალ ყაიდის” მებრძოლთა ძებნას.

თალიბებისა და ”ალ ყაიდის” მეომრების, აგრეთვე მათი იარაღის საწყობების ძებნას ამერიკელი საზღვაო ქვეითები აწარმოებენ. პაკისტანის საზღვარზე ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს ”მიწა-ჰაერის” ტიპის რაკეტები, რომლებიც თალიბების ერთ-ერთ ობიექტზე იქნა აღმოჩენილი. გაეროს წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ავღანეთში ამ დღეებში გაძარცვეს ხორბლით დატვირთული ორი მანქანა. ხორბალი მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხაზით იქნა მიღებული. მისი თქმით, ავღანეთში არასტაბილური ვითარება კვლავაც აფერხებს ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობას.
XS
SM
MD
LG