Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საგანგებო წარმომადგენელს დანიშნავს.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საგანგებო წარმომადგენელს დანიშნავს.
ახალი თანამდებობის შექმნის შესახებ გამოაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟაიმე გამამ. გამამ თანამდებობა გადაიბარა შემდგომი ერთი წლით. მან რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მირჩა ჯოანა შეცვალა. გამას თქმით, საგანგებო წარმომადგენელი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში დაინიშნება. ეუთოს განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმომადგენელი პასუხისმგებელი იქნება გასულ თვეში ბიშკეკში გამართული საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გეგმების რეალიზაციისთვის. ეს გეგმები მოიცავს საფინანსო და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას. მსგავსი ზომები ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც დაამტკიცეს გასული წლის ნოემბერში.
XS
SM
MD
LG