Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრეზიდენტმა კარლო ჩამპიმ ბელგრადში

იტალიის პრეზიდენტმა კარლო ჩამპიმ ბელგრადში ჩასვლისას განაცხადა, რომ, ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის აზრით, იუგოსლავიის სახელმწიფო, ისევე როგორც წარსულში, სერბიისგან და ჩერნოგორიისგან უნდა შედგებოდეს.

გარდაქმნილი, დემოკრატიული იგოსლავიის ფედერაცია შესაძლოა ევროპის კავშირის წევრი გახდესო, აღნიშნა მან. ეს განცხადება მან გააკეთა იუგოსლავიის პრეზიდენტ ვოისლავ კოშტუნიცასთან შეხვედრის შემდეგ. გარდა ამისა ჩამპი შეხვდება სერბიის მთავრობის მეთაურს ზორან ჯინჯიჩს, რომელიც რეფორმირებული იუგოსლავიის ფედერაციის მომხრეა, და ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრ ფილივ ვუიანოვიჩს, რომელიც ფედერაციიდან რესპუბლიკის გასვლისთვის იბრძვის.
XS
SM
MD
LG