Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის, ევროპის კავშირის უდიდესი ქვეყნის


გერმანიის, ევროპის კავშირის უდიდესი ქვეყნის, ბიუჯეტის დეფიციტმა შარშან საერთო შიდა პროდუქციის 2,6% შეადგინა, იტყობინება გერმანიის ხელისუფლება.

გერმანიის, ევროპის კავშირის უდიდესი ქვეყნის, ბიუჯეტის დეფიციტმა შარშან საერთო შიდა პროდუქციის 2,6% შეადგინა, იტყობინება გერმანიის ხელისუფლება.
შეთანხმებების თანახმად, იმ ქვეყნებში, რომლებმაც თავისთან საერთოევროპული ვალუტა, ევრო, შემოიღეს, ბიუჯეტის დეფიციტმა არ უნდა გადააჭარბოს საერთო შიდა პროდუქციის 3%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მკაცრი ფინანსური სანქციები ემუქრება. გერმანიის საერთო შიდა პროდუქცია გასულ წელს მხოლოდ 0,6%-ით გაიზარდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკანასკნელი რვა წლის მანძილზე. უმუშევარია გერმანიის შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 10% ანუ 4 მილიონი ადამიანი.
XS
SM
MD
LG