Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე


დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში გაიმართა შეხვედრა ისრაელისა და პალესტინელთა უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებს შორის.

დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში გაიმართა შეხვედრა ისრაელისა და პალესტინელთა უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებს შორის.
ისრაელის რადიოს ცნობით, მათ განიხილეს პალესტინელთა ტერიტორიების ბლოკადის შემსუბუქების პირობები. ამავე დროს ისრაელმა განაახლა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ოთხი დასახლებული პუნქტის ბლოკადა, სადაც უკანასკნელ დღეებში სამი ისრაელი და შეერთებული შტატების მოქალაქე იქნენ მოკლული. დღეს ნაბლუსთან, ისრაელის სამხედროებთან მომხდარ შეტაკებებში მოკლულ იქნა პალესტინის რადიკალური დაჯგუფების წევრი.

XS
SM
MD
LG