Accessibility links

logo-print

კოდორის ხეობის ზედა ზონაში წელიწადნახევრიანი


კოდორის ხეობის ზედა ზონაში წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ პატრულირებას გაეროს სამხედრო დამკვირვებლები განაახლებენ.

კოდორის ხეობის ზედა ზონაში წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ პატრულირებას გაეროს სამხედრო დამკვირვებლები განაახლებენ.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ქართულ-აფხაზური მხარეების ხუთშაბათის შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი დიტერ ბოდენი დაესწრო. ამასთან, გაფორმდა ოქმი კონფლიქტის ზონაში ვითარების მოწესრიგების შესახებ.
როგორც ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ განუცხადა, თუ აფხაზთა მხარე ტყვარჩელიდან და ქვედა კოდორიდან მძიმე ტექნიკას გაიყვანს და მოსახლეობის უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს წარმოადგენს, მაშინ შესაძლოა, რომ კოდორში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების რაოდენობა შემცირდეს.
XS
SM
MD
LG