Accessibility links

წუხელ პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი


წუხელ პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ისრაელში ტრადიციულ საოჯახო დღესასწაულზე შეკრებილებს, მოკლა 6 და დაჭრა სულ ცოტა 30 ადამიანი.

წუხელ პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ისრაელში ტრადიციულ საოჯახო დღესასწაულზე შეკრებილებს, მოკლა 6 და დაჭრა სულ ცოტა 30 ადამიანი.
როგორც იორდანიის მთავრობამ განაცხადა, ის გმობს ძალადობის ნებისმიერ აქტს, მისი მიზეზისა თუ მიზნის მიუხედავად. ევროკავშირის სახელით თავდასხმა დაგმო კავშირის ამჟამინდელმა მორიგე თავმჯდომარემ, ესპანეთმა. ხოლო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა თავდასხმას ”უაზრო ძალადობა” უწოდა. ამ, ქალაქ ჰადერაში განხორციელებული იერიშის პასუხისმგებლობა იკისრა პალესტინელთა ლიდერ, იასირ არაფატის ფრაქცია ”ალ ფატაჰთან” დაახლოებულმა გასამხედროებულმა დაჯგუფება, ”ალ აქსას მეჩეთის ბრიგადებმა”. საპასუხოდ ისრაელმა პარასკევს დილით საჰაერო დარტყმები მიაყენა პალესტინელთა უშიშროების უწყების შტაბ-ბინას მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ თულქარემში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, ისრაელის ჯარებმა ქალაქ რამალაჰში აიღეს პალესტინელთა ორი ადგილობრივი ლიდერის სახლები. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბინიამინ ბენ ელიეზერმა დღეს ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილის, ენტონი ზინის დაბრუნება მოითხოვა. ბენ ელიეზერის სიტყვებით, შეერთებული შტატების საქმეში ჩარევა საუკეთესო საშუალებაა არაფატზე ზეგავლენის მოსახდენად და ტერაქტების შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG