Accessibility links

ბოსნიაში ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტის

ბოსნიაში ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სრდიან დიზდარევიჩმა დღეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა უწოდა ბონსიის მიერ შეერთებული შტატებისათვის ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 არაბის გადაცემას.

დიზდაროვიჩის სიტყვებით, არ არსებობს სამხილები, რომლებიც 5 ალჟირელსა და 1 იემენელს ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” აკავშირებს. 6 არაბი ბოსნიაში ოქტომბერში დააკავეს, ტერორისტულ საქმიანობასა და რეგიონში ამერიკული და ბრიტანული დიპლომატიური მისიებისათვის საფრთხის შექმნაში ეჭვმიტანით. ბოსნიის უზენაესმა სასამართლომ გუშინ გასცა განკარგულება, სამხილების უკმარისობის გამო დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ. დღეს დილას პოლიციამ ექვსი მამაკაცი სარაევოს ციხიდან წაიყვანა, ღამით მათი გათავისუფლების მომთხოვნ დემონსტრანტებთან დაპირისპირების შემდეგ. შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამასობაში დაადასტურეს, რომ ჩაიბარეს ეჭვმიტანილები და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. დღესვე უფრო ადრე, შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით ეს ქვეყანა და ბოსნია ექვისივე დაკავებულს კვლავინდებურად სახიფათოდ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG