Accessibility links

logo-print

დღეს თურქეთიდან ავღანეთში გაემგზავრა 20


დღეს თურქეთიდან ავღანეთში გაემგზავრა 20 ჯარისკაცი, რომელთაც მომავალ კვირებში თურქეთის უშიშროების ძალების კიდევ, დაახლოებით, 260 სამხედრო მოსამსახურე დაემატება.

დღეს თურქეთიდან ავღანეთში გაემგზავრა 20 ჯარისკაცი, რომელთაც მომავალ კვირებში თურქეთის უშიშროების ძალების კიდევ, დაახლოებით, 260 სამხედრო მოსამსახურე დაემატება.
20-კაციან ჯგუფს ევალება ქაბულში უშიშროების მხრივ შექმნილი ვითარების შესწავლა. თურქეთი, ნატოს ერთადერთი მუსლიმანური წევრი ქვეყანა, სათავეში უნდა ჩაუდგეს მრავალეროვან უშიშროების ძალებს, რომელსაც ამჟამად სამი თვით ხელმძღვანელობს ბრიტანეთი. უშიშროების თემას ეხება ყანდაარიდან მოსული ცნობაც: იქ, გუბერნატორ გულ აღას დავალებით, ათობით შეიარაღებული მცველი შეუდგა ქალაქის გარშემო საკონტროლო-გამშვები პუნქტების შექმნას. მსოფლიო სასურსათო პროგრამის პრესმდივნის თქმით, ყანდაარში უმჯობესდება ვითარება უშიშროების მხრივ. დღეს უფრო ადრე, ამერიკული სამხედრო წყაროებით გავრცელდა ცნობა ყანდაარში სამი ამერიკელი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ. ამ ინფორმაციით, ჯარისკაცები სამხედრო ბაზასთან ნაგავს წვავდნენ, როცა გაურკვეველი ნივთი აფეთქდა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილ ზალმაი ხალილზადის განცხადებით, ირანს დაკავებული ჰყავს ”ალ-ყაიდის” რამდენიმე მებრძოლი, რომლებმაც საზღვარზე გადასვლა მოახერხეს. მაგრამ, მისივე თქმით, ირანი შეერთებულ შტატებს არ აძლევს მათთან დაკავშირების შესაძლებლობას. ირანი უარყოფს მის ტერიტორიაზე ავღანელი მებრძოლების გადასვლის ბრალდებას.
XS
SM
MD
LG