Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ოფიციალურ პირთა დელეგაცია კუბაში


ბრიტანეთის ოფიციალურ პირთა დელეგაცია კუბაში, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჩავიდა ”ალ-ყაიდის” დაკავებული წევრებიდან სამთან, მათი თქმით, ბრიტანელებთან შესახვედრად.

ბრიტანეთის ოფიციალურ პირთა დელეგაცია კუბაში, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჩავიდა ”ალ-ყაიდის” დაკავებული წევრებიდან სამთან, მათი თქმით, ბრიტანელებთან შესახვედრად.
ბრიტანეთის მთავრობის პრესმდივნის დღევანდელი განცხადებით, დელეგაციის მიზანია ჯერ დაკავებულთა ვინაობის დადგენა, შემდეგ კი მათი პატიმრობის პირობების შესწავლა. დაკავებული ბრიტანელები მიეკუთვნებიან ”ალ-ყაიდისა” და თალიბანის 110 მებრძოლს, რომლებიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ავღანეთიდან წაიყვანეს. ავღანეთში კიდევ ასობით დაკავებული იმყოფება. კუბის სამხედრო ბაზაზე უკვე ჩასული არიან საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლები დაკავებულებთან შესახვედრად და მათი პატიმრობის პირობების შესასწავლად. ისინი პირდაპირ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას წარუდგენენ დასკვნებს, რომლებიც საჯაროდ არ გამოქვეყნდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ შეერთებული შტატების მიერ დაკავებულთა საკითხში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო. მაგრამ ვაშინგტონი აცხადებს, რომ დაკავებულებს სამართლიანად ეპყრობიან.
XS
SM
MD
LG