Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჰამიდ კარზაი საუდის არაბეთში ჩავიდა, რათა აღადგინოს ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც ადრე თალიბანის რეჟიმს აღიარებდა.

ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჰამიდ კარზაი საუდის არაბეთში ჩავიდა, რათა აღადგინოს ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც ადრე თალიბანის რეჟიმს აღიარებდა.
მოსალოდნელია, რომ ჰამიდ კარზაი ჯერ მუსლიმანთა უმნიშვნელოვანეს სალოცავს, მექას მიაშურებს, ხვალ კი საუდის არაბეთის მეფე ფაჰდს შეხვდება. ქვეყნის მთავრობამ 1998 წელს შეაჩერა დიპლომატიური ურთიერთობები თალიბანთან იმის გამო, რომ ის ტერორიზმში ეჭვმიტანილ ოსამა ბინ ლადენს მფარველობდა. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ თალიბანთან საუდის არაბეთის ურთიერთობები მთლიანად შეწყდა. კარზაი საუდის არაბეთიდან იაპონიაში გაფრინდება და ორშაბათს და სამშაბათს დაესწრება დონორთა კონფერენციას ტოკიოში, სადაც ომით გაჩანაგებული ავღანეთისათვის ფინანსური დახმარების გაღებაზე იმსჯელებენ. ტოკიოდან კარზაი ჩინეთს მიაშურებს, იქიდან კი ცოტა ხნით ავღანეთში დაბრუნდება, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში ვიზიტს დაიწყებს. იქ კარზაი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდება და მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.
XS
SM
MD
LG