Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა თავისი ქვეყნის მორალური მხარდაჭერა აღუთქვა ნეპალს, მემარცხენე მეამბოხეებთან დაპირისპირებაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა თავისი ქვეყნის მორალური მხარდაჭერა აღუთქვა ნეპალს, მემარცხენე მეამბოხეებთან დაპირისპირებაში.
პაუელი დღეს ჩავიდა ნეპალში მას შემდეგ, რაც დამაიმედებელი უწოდა პაკისტანსა და ინდოეთში გამართულ შეხვედრებს. ნეპალში ის რამდენიმე ოფიციალურ პირს შეხვდა. საღამოს გამართულ პრესკონფრენეციაზე პაუელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ნეპალის მთავრობის უფლებას, დაიცვას თავისი მოქალაქეები და უწყებები ტერორისტული თავდასხმებისაგან. იმავდროულად პაუელმა ნეპალის მთავრობას მოუწოდა, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა და მალე გამოაცხადოს დამთავრებულად საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შემოიღო ნოემბერში მეამბოხეების გააქტიურებასთან დაკავშირებით. დღეს უფრო ადრე პაუელი დელიში შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ათალ ბეჰარი ვაჯპაიის და გამოთქვა იმედი, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირება მოგვარდება: [პაუელის ხმა] ”ვფიქრობ, ვადგავართ გზას, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის დიალოგის განახლებამდე მიგვიყვანს. მაგრამ საამისოდ საჭიროა მოქმედება, გააქტიურება, რათა შევძლოთ ამ გზაზე უფრო ენერგიული ნაბიჯებით სიარული.” მიმდინარე კვირაში, უფრო ადრე პაუელი პაკისტანს ეწვია, ინდოეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვის მისაღწევად.
XS
SM
MD
LG