Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკიაში არსებული ვითარება სოციალური აფეთქების წინაპირობებს ქმნის


მაშინ როდესაც ენერგოკრიზისის გამო სოციალური ვითარება თანდათან იძაბება, საქართველოს ხელისუფლება საბიუჯეტო ლობირებით არის დაკავებული.

საკანონმდებლო ორგანოს ფრაქციებს უფრო მნიშვნელოვნად ლობირებული სფეროსათვის მეტი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის მიღწევა, ან წინასაარჩევნო პოლიტიკური ქულებისათვის ბრძოლა მიაჩნიათ, ვიდრე რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრი. ეს რეალური პრობლემა - ენერგო კრიზისი, 10 წელზე მეტია ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველ ფაქტორს წარმოადგენს და ახლა სოციალური აფეთქების წინაპირობებსაც ქმნის.

საზოგადოება ხელისუფლებას უამრავ ენერგოცოდვაში ადანაშაულებს. ერთ-ერთი მათგანი ტყიბულში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტა რომლის მიხედვით კერძო მფლობელობაში მყოფი სადგურის ინვესტიცია მოსახლეობამ უნდა გაისტუმროს, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სახით. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილმა ექსპერტმა ირაკლი კაკაბაძემ 18 იანვარს ამ თემისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა. [კაკაბაძის ხმა] „დანაშაულებრივი პროექტის ლობირება ეს არის ყველაზე მძიმე ბრალდება. „ჰავიერ ბეის" მიერ დამტკიცებულია, რომ ეს პროექტი არის დამრუპველი საქართველოს ეკონომიკისთვის დამრუპველი. ხდება მოტყუება ტყიბულის მოსახლეობის, ხდება მოტყუება საქართველოს მოსახლეობის. აი ეს თუ განხორციელდა ინვესტიცია მაშინ მთელმა მოსახლეობამ 30 წლის განმავლობაში უნდა მონურ ვალში ვიყოთ და ვიხადოთ ეს ფული, ძალიან დიდი. ამას ლობირებს პირადად პრეზიდენტი მისი 4 ბრძანებულების კოპია აგერ გაახლეთ ბატონო."

ასეთივე პრინციპით გაიყიდა თბილისის ელექტროდისტრიბუციის ქსელიც. ანუ ჩადებული ინვესტიციის ამობა მოსახლეობის ხარჯზე ხდება, თუცა თელასი მოსახლეობის საკუთრებას არ წარმოადგენს. შესაბამისად ისმის კითხვა, თუ რატომ უნდა გადაიხადო იმის საფასური რაც შენს საკუთრებას არ წარმოადგენ. მითუმეტეს, რომ ამით არაფერი იცვლება. ესა და ენერგოპოლიტიკაში დაშვებული სხვა შეხდომები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს უდენობით მწყობრიდან გამოსული მოსახლეობის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიზეზი.

[საპროტესტო აქციის ხმა] „შუქი, შუქი... საერთოდ არ არის შუქი და გინდა სახლში ვყოფილვართ, გინდა ბავშვები აქ გვყოლია, რა აზრი აქვს ჩვენთვის. - სამ-სამი შვილი გაყინულია და აგერ გავიყინები არ მირჩევნია? - მოეწყობა აქცია სახელმწიფო კანცელარიის წინ და ალბათ შევიკრიბებით პარლამენტის წინაც."

ასეთი განცხადებებეი ისმოდა 18 იანვრის ღამით, თბილისში, რუსთაველის გამზირსა და სანაპიროს ქუჩაზე მოწყობილი პიკეტებისას. ამ ცენტრალური უბნების მოსახლეობა ბოლო ორი კვირაა, დღის მანძილზე ელექტროენერგიას სულ რამოდენიმე წუთით იღებს. მათი ქუჩაში გამოსვლა და საპროტესტო აქციების დაწყება იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობის მოთმინების ფიალა აივსო და ის ისეთ ხელისუფლებას აღარ დაინდობს, რომელმაც დედაქალაქის ელექტრომომარაგების პრობლემის გადაწყვეტას ვერადა-ვერ მოაბა თავი.

რამდენიმე წლის წინ, სანამ თელასი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, თბილისში პოპულარული იყო ერთი რეალობასთან ახლოს მდგარი ისტორია. როდესაც ქართველმა სცადა უცხოელისათვის აეხსნა, რომ მას ელექტროენერგია არ აქვს, უცხოელმა ურჩია მომწოდებელ კომპანიას უჩივლეო. არანაკლები ძალისხმევა დაჭირდა საქართველოს მოქალაქეს იმის ასახსნელადაც, რომ მაშინ ეს, აქაური საკანონმდებლო ბაზის სისუსტისა და კონკრეტული პასუხისმგებელის არ არსებობის პირობებში, მხოლოდ ოცნების სფეროს თუ განეკუთვნებოდა.

ახლა კონკრეტული პასუხისმგებელიც არსებობს „ეი-ი-ეს თელასის" სახით და სასამართლო სისტემაც მეტნაკლებად ჩამოყალიბდა. თუმცა „ეი-ი-ეს თელასმა" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომხმარებლის წინაშე იურიდიულად ვალდებული არაფერზე ყოფილიყო და მძიმე პასუხისმგებლობის ტვირთი საქართველოს ხელისუფლებას აჰკიდებოდა.

ამის უკანასკნელი მაგალითია საქართველოს პრეზიდენტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც „თელასს" უფლება აქვს ქსელიდან გამორთოს დენის საფასურის გადახდის დაბალი მაჩვენებლის მქონე ესა თუ ის რაიონი. შესაბამისად ამ მექანიზმის ამოქმედებით გამწარებული კეთილსინდისიერი გადამხდელების პროტესტიც არა თელასსკენაა მიმართული, არამედ ხელისუფლებისაკენ.

სწორედ ამას აღნიშნავდნენ „თელასის" ოპონენტები, როდესაც მას იმ პოლიტიკურ ძალებთან კავშირს აბრალებდნენ, რომელებიც სოციალური დაძაბულობის ფონზე საპროტესტო აქციების წამოწყებით არიან დაინტერესებულნი. ამ ეჭვს საფუძვლიანობას ისიც მატებს, რომ „თელასს" მასობრივი გამორთვების რეალური საფუძველი არ გააჩნია. ანუ ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობა არსებობს, მაგრამ „თელასი" მას არ მოიხმარს.

ხელისუფლების მიმართ საზოგადოების პრეტენზიები საფუძველს მოკლებული იმიტომაც არ არის, რომ სწორედ მან შეარჩია „თელასის" ინვესტორი და ის პასუხიმგებლობა-ვალდებულებაც კი მოუხსნა, რაც სადისტრიბუციო კომპანიის საქმიანობის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ანუ „ეი-ი-ესის", „თელასში" შესვლის მთავარ მიზანს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების გაუმჯობესება და მრიცხველების დაყენების გზით არგადამახდელისა და გადამხდელის ერთმანეთისაგან გარჩევა წარმოადგენდა. ახლა „ეი-ი-ეს თელას" ჩამრთველ-გამომრთველის ფუნციაღა დარჩა, რომელიც მოსახლეობის განწყობის რეგულირების ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს. ეს რომ ასეა 18 იანვრის საპროტსტო აქციებმაც აჩვენა. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენისთანავე მოპიკეტეებმა გადაკეტილ ქუჩაში დილამდე ყოფნა გადაიფიქრეს და საკუთარ სახლებს მიაშურეს. მათი ქუჩაში გამოსვლა დენის ჩამრთველის საწინააღმდეგო მდოგომარეობაში მოყვანით, იოლადაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG